ახალი ამბები სამართალი

17 მაისის საქმეში ბრალდებულები გაამართლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლის საფუძველზე ბრალდებული პირები უდანაშაულოდ ცნო.

მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო ირაკლი ბასილაია (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოთამი). ირაკლი ბასილაიას 2013 წლის 17 მაისის კონტრაქციაში მონაწილეობის გამო ბრალი წაყენებული ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამავე მუხლით წარედგინათ ბრალი ტიტალ დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილს, რომლებიც ასევე გაამართლა სასამართლომ. სასამართლო ბრალდებულთა სისხლის სამართლის საქმეებს 2 წლის განმავლობაში განიხილავდა.

შეგახსენებთ, რომ  2013 წლის 17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში აქცია-ფლეშმობი უნდა გამართულიყო. აქციის ორგანიზატორებს ამის საშუალება სასულიერო პირებმა და მრევლმა არ მისცა. მათ კონტრაქცია და  ლგბტ აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს დაედევნენ, დალეწეს ავტობუსები და მიკროავტობუსები.

იტვირთბა....