ნიგერიის ქალაქ მაიდუგურის მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.
ინფორმაციას ამის შესახებ “ბიბისი” ავრცელებს და იტყობინება, რომ ტერაქტი მეჩეთში დილის ლოცვის დროს მოხდა.
გასულ კვირას, ნიგერიაში მსგავსი ტერაქტის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა. ქალაქი მაიდუგური რადიკალური დაჯგუფება “ბოკო ჰარამის” ერთ-ერთი სამიზნეა. მებრძოლები ქალაქს ხშირად ესხმიან თავს.