მთავარი ციტატა

“გახარიას მიკიბულ-მოკიბული პასუხი ადასტურებს, რომ ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას”

„ეს არის უსუსური კომენტარი. გიორგი გახარია ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს. მისი მიკიბულ-მოკიბული პასუხი ადასტურებს იმას, რომ ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას და საზოგადოებას არ უთხრას სიმართლე, კერძოდ ის, თუ რა კავშირი ჰქონდა წერილთან. ჩვენ წერილი გახარიას გავლით გადმოგვეცა. დეტალებს უნდა ადგენდეს პროკურატურა და ეს არ არის საჯარო განხილვის საგანი, მაგრამ საჯაროდ გადმოგვეცა გიორგი გახარიას მიერ, რომელიც იმ დროს შს მინისტრი იყო“

ბადრი ჯაფარიძე, “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გაგზავნილ წერილზე არსებული თითის ანაბეჭდი არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

იტვირთბა....