aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხაზარაძის მიმართ განხორციელებულ ე.წ. მუქარის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას” – პროკურატურა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გაგზავნილ წერილზე არსებული თითის კვლები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას – ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე.

კერძოდ, 2019 წლის 04 მარტს, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გააკეთა განცხადება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრისაგან, გიორგი გახარიასაგან, მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

იტვირთბა....