ახალი ამბები

უმრავლესობა პრეზიდენტის შემოთავაზებულ წინადადებას განიხილავს

დღეს უმრავლესობის სხდომა 18:00 საათისთვის “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში იგეგმება. განსახილველი საკითხი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კონსულტაციები იქნება” – ამის შესახებ კომენტარი უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ გააკეთა.

“ჩვენი გუნდი შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენად ღირს ამ კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება და საერთოდ, რა წინადადებები დევს მაგიდაზე. არის ნაბიჯები, რომელსაც პოლიტიკოსები დგამენ, რომ გარკვეული აქტივობა გამოავლინონ, არის ნაბიჯები, რომელსაც შეუძლია კონკრეტულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. თუ ეს ის ნაბიჯია, რომელსაც ჩვენი შედეგამდე მიყვანა შეუძლია, ჩვენ მზად ვართ მასში მონაწილეობის მისაღებად. უბრალოდ იმისთვის, რომ შევიკრიბოთ და კამერების წინაშე რაღაც გარკვეული პოზიციები დავაფიქსიროთ, ამისთვის ძალიან ბევრი სხვა საშუალება გაგვაჩნია. ღირს თუ არა ჩვენი მხრიდან მონაწილეობა და რა საკითხებზე უნდა გამახვილდეს ამ შეხვედრებზე ყურადღება, ამას განვიხილავთ”, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

იტვირთბა....