“ალბათ შეიძლება თავის ტკივილი ან რაიმე ყოფილიყო. თვითმკვლელობა თუ არის, კი ბატონო, მოწმეებს რაღას აქრობენ, ბაჭულაშვილს ხელს აფარებენ, ფლეშკები დაიკარგა, კომპიუტერი წაიშალა, ტელეფონი წაიშალა, ექსპერტი დააშინეს, მოწმეებთან დადიან კარდაკარ, აშინებენ ყველას, აბა როგორ ფიქრობთ თქვენ.”
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მამა
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით, თამარ ბაჩალიაშვილს ოთხი სახეობის მედიკამენტი აქვს მიღებული, საიდანაც ერთი ქართულ ბაზარზე არ იყიდება.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.