“ეს არეულობა მოგვიწყვეს. რუსეთს ჩვენი დაკარგვის ეშინოდა. დასავლეთი, როგორც ვხედავთ, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს ჩაბმას ცდილობდა. მათ სურთ ბალტიისა და შავი ზღვების კორიდორის შექმნა, ე.წ სანიტარული კორდონის მოწყობა – ბალტიის სამი ქვეყნის, ჩვენი და უკრაინის გამოყენებით.”
ალექსანდრ ლუკაშენკო – ბელაურისის პრეზიდენტი.
აღნიშნული განცხადებით ლუკაშენკო ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
ამასთან, როგორც ლუკასენკომ განაცხადა, ყველაფერს აშშ გეგმავს და მართავს, ევროპელები კი მათ თამაშს თამაშობენ.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება. მას შემდეგ რაც ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე. 17 აგვისტოს ბელარუსში უწყვეტი საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის მთავრობა გადადგა. ვყანაში ასევე შევიდა რუსული სამხედრო ტექნიკიკაც.
დასავლეთი და ამერიკა ბელარუსში განვიტარებულ მოვლენებს აპროტესტებენ, ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებენ და რუსეთს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.