ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

(ფოტო) რუსული სამხედრო ტექნიკა ბელარუსის მიმართულებით გადაადგილდება

ბელარუსში არსებული ვითარება იძაბება, საპროტესტო აქციების ტალღამ მასშტაბური სახე მიიღო. პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გადადგომას არ აპირებს. ამას ემატება ისიც, რომ ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია რუსული სამხედრო ტექნიკის ბელარუსის მიმართულებით გადაადგილების შესახებ. ამაზე სტატიებს უკრაინული, ბელარუსული და რუსული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებში აღნიშნული ფაქტის არაერთი ფოტო-ვიდეო მასალა გამოქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ათეულობით ურალისა და კამაზის ტიპის უნომრო სატვირთოები, ზუსტად ისეთივე, როგორებიც რუსეთის ეროვნული თავდაცვის გვარდიის შემადგენლობაშია, შენიშნეს, რომ გადაადგილდებოდნენ ბელორუსის საზღვრისკენ მიმავალ გზებზე, E95 და M1მაგისტრალებზე.

გაცხადებული ინფორმაციით, სულ 40-მდე სატვირთო ავტომობილი მიემართებოდა ზემოხსენებულ ტრასებზე. ექსპერტთა შეფასებით საუბარია 600 სამხედროს გადაადგილებაზე ბელარუსის საზრებთან. ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა ვასილი მაქსიმოვმა. მისი განცხადებით, სამხედრო კოლონების გადაადგილება გადაღებულია ბელარუსის საზღვრიდან 83 კილომეტრში.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.  მას შემდეგ რაც ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე.

იტვირთბა....