ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“საწამლავის კვალი მის ორგანიზმში არ აღმოჩნდა”- ექიმი ნავალნიზე

ექიმები, რომლებიც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მკურნალობას უტარებენ, აცხადებე, რომ მის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ აღმოჩნდა.

მისივე თქმით, ექიმებმა დიაგნოზი დაადგინეს, თუმცა ისინი ამის შესახებ ინფორმაციას მედიას არ გააცნობენ.

„საწამლავი ან საწამლავის კვალი მის ორგანიზმში არ აღმოჩნდა. მოწამვლის დიაგნოზზე მაინც ვფიქრობთ, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ პაციენტი მოწამლულია,”- განაცხადა ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილემ, ანატოლი კალინიჩენკომ.

ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ალეკსეი ნავალნი ცომბირის  ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს. ის უგონო მდგომარეობაშია და უგონო მდგომარეობაში, მართვით სუნთქვით აპარატზეა მიერთებული. მისი პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, ნავალნი მოწამლულია. მისი აზრით, მას ჩაიში რაღაც, სავარაუდოდ საწამლავი ჩაუყარეს.

ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თავშესაფარსა და სამედიცინო დახმარებას სთავაზობენ.

 

იტვირთბა....