ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ალეკსეი ნავალნი ცომბირის ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს. ის უგონო მდგომარეობაშია და უგონო მდგომარეობაში, მართვით სუნთქვით აპარატზეა მიერთებული. ამის შესახებ ინფორმაციას “ნიუ იორკ თაიმსი” აქვეყნებს.
მისი პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, ნავალნი მოწამლულია. მისი აზრით, მას ჩაიში რაღაც, სავარაუდოდ საწამლავი ჩაუყარეს.
“რაღაცაა გარეული ჩაიში. ის მოწამლულია” – ამბობს პრესმდივანი.
კლინიკის ექიმები ამბობენ, რომ ნავალნი კრიტიკულ მდგომარეობაშია.