ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თავშესაფარს სთავაზობენ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თავშესაფარსა და სამედიცინო დახმარებას სთავაზობენ. ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

„მზად ვართ, ნავალნისა და მის ახლობლებს ჯანდაცვასთან, თავშესაფარსა და დაცვასთან დაკავშირებული ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ,“- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ამასთან, როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, მზადაა, ნავალნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველანაირ დახმარება აღმოუჩინონ და საჭიროების შემთხვევაში, გერმანიის საავადმყოფოებში გაიაროს მკურნალობის კურსი.

ქვეყნის ლიდერებმა მომხდარის გამო შეშფოტება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ  მნიშვნელოვანია, რომ გარემოებები ძალიან სწრაფად გაირკვეს.

ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ალეკსეი ნავალნი ცომბირის  ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს. ის უგონო მდგომარეობაშია და უგონო მდგომარეობაში, მართვით სუნთქვით აპარატზეა მიერთებული. მისი პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, ნავალნი მოწამლულია. მისი აზრით, მას ჩაიში რაღაც, სავარაუდოდ საწამლავი ჩაუყარეს.

ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტვირთბა....