“ორი თვის შემდეგ გაახსენდა ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც პირველ რიგში უნდა ეთქვა გამოებისთვისაც და ოჯახისთვისაც. ეს ხომ მნიშვნელოვანი გარემოებაა და ამას თუ ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ვინმესთვის ხომ უნდა ეთქვა.”
ბექა ნემსიწვერიძე – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი
ვრცელდება გიორგი შაქარაშვილის საქმის “ოქროს მოწმის” გუკა ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება ვრცელდება, რომელსაც პროკურატურას აქამდე არ გაუსაჯაროვებია. ოქროს მოწმე „ტოიოტა კამრიში“ გამართულ საუბარს დეტალურად იხსენებს.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი მაშველებმა 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 პირი პატიმრობაში იმყოფება. პირველ ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.