მთავარი ციტატა

“გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ფინანსური სარგებელი მიიღონ, ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ”- გახარია 200-ლარიან დახმარებაზე

“ხანდახან სამწუხარო მოვლენებსაც ვხვდებით, ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ფინანსური და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური სარგებელი მიიღონ, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ აქ იკვეთება პირველ რიგში მორალური პრობლემა, თუმცა ფიზიკური პირების შემთხვევაში სამართლებრივი პრობლემაც შეიძლება იყოს, ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ.”

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი

ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, “თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ენის ბარიერი გააჩნიათ, მინდა ვუთხრა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სოციალური სააგენტოები, „ლიბერთი ბანკი“ და ნებისმიერი ადგილობრივი მუნიციპალური დაწესებულება, ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე დაეხმარება მათ.”

გახარიას ტქმით, დღეის მონაცემებით, დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი, რომელიც ქვეყანაში წარმოადგენს 366 000 ოჯახს. 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც სთავაზობენ ფასიან მომსახურებას ონლაინ რეგისტრაციაზე.

17 წლის ცათვლის მოქალაქეებზე სახელმწიფო დახმარების გაცემაზე რეგისტრაცია დაიწყო. 0-დან 17 წლის ჩათვლით ყველა მოქალაქე ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. იხილეთ ინსტრუქცია, როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია დახმარების მისაღებად.

იტვირთბა....