“არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც სთავაზობენ ფასიან მომსახურებას ონლაინ რეგისტრაციაზე და მინდა გავაფრთხილო თითოეული მათგანი, რომ ეს არის კრიმინალი. ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ორგანიზაციები ცდილობენ ამ პროცესის პოლიტიზებას და შესაბამისად, ნამდვილად გვინდა სრულიად აპოლიტიკური იყოს ეს პროცესი. ეს არის სახელმწიფოს მიერ ბავშვიანი ოჯახების მიმართ შეთავაზებული დახმარება.”
თამილა ბარკალაია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
მისივე თქმით, ამ პროცესის პოლიტიზების მცდელობა არასწორია.
ცნობისთვის, 17 წლის ცათვლის მოქალაქეებზე სახელმწიფო დახმარების გაცემაზე რეგისტრაცია დაიწყო. 0-დან 17 წლის ჩათვლით ყველა მოქალაქე ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. იხილეთ ინსტრუქცია, როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია დახმარების მისაღებად.