“არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა მათ ეს (ექსპერიმენტი) განახორციელეს კიდევაც და როდესაც ნახეს, რომ ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ ვამბობთ, იურიდიულად აღარ გააფორმეს.”
მირიან ნიკოლაძე- გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი.
ამის შესახებ “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულების ადვოკატებმა საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს.
გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.
უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.
უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.