aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ბატონი ბრეგვაძე ცრუობს! მას არ შეეძლო ვიზუალურად დაენახა პირები, რომლებიც გარბოდნენ” – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატი

“ბატონი ბრეგვაძე ცრუობს! მას არ შეეძლო ვიზუალურად დაენახა, მითუმეტეს გაერჩია და ეთქვა, რომ ეს პირები, რომლებიც გარბოდნენ, არ იყვნენ მისი მეგობრები. ანუ ირიბად მიუთითა, რომ იყვნენ “ტოიოტაში” მსხდომი პიროვნებები.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ალექსანდრე კობაიძეშაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების (გაგნიძე, მახარაძე) ადვოკატი.

ამის შესახებ მან TV პირველის გადაცემაში განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....