ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვინ არის ედუარდ ხაჟალია – შაქარაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი დღეს შსს-ში გამოკითხეს

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი ფიგურანტის, ედუარდ ხაჟალიას გამოკითხვით გამოძიება დაინტერესდა მას შემდეგ მოხდა, რაც “პოლიტმეტრში” სიუჟეტი გავიდა. “ფორმულამ” გაარკვია, რომ ვახტანგ ჩიქოვანის სატელეფონო ამონაწერებში შაქარაშვილის გაუჩინარებიდან 1 საათში, ხაჟალიასთან 47 ზარი ფიქსირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ დაკითხული მედიასთან არ საუბრობს, მისი დედა კი მომხდარის ღამეს ჩიქოვანთან შვილის კომუნიკაციას ადასტურებს.

ედუარდ ხაჟალიას საგამოძიებო უწყებისთვის მიცემული პირველი ჩვენებისგან განსხვავებით, ხაჟალიას დედამ დღეს “ფორმულანიუსს” დაუდასტურა, რომ მისი შვილი 18-19 ივნისის ღამეს თავის ახლო მეგობარს რამდენჯერმე ესაუბრა.

პირველი ზარი ჩხუბის შემდეგ ხაჟალიასთან ჩიქოვანმა განახორციელა. როგორც ნინო ხაჟალია ამბობს, ზარების შინაარსი მისთვის უცნობია.

გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....