ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ტოიოტას” მგზავრები ნარეკვავში სულ 10 წუთი იყვნენ. ექვსმა კაცმა ჩაირბინა ის უკუნი ფერდობი, დაახრჩო წყალში შაქარა ისე, რომ პერანგზე ღილიც არ აძვრა?” – კილაძე

“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“გამოძიების მიერ ამოღებული სატელეფონო ანძებით და დეტალურებით უტყუარად დგინდება, რომ “ტოიოტა ქამრის” მგზავრები ნარეკვავში სულ 10 წუთი იყვნენ! 10 წუთში ექვსმა კაცმა ჩაირბინა ის უკუნი ფერდობი, სცემა შაქარა ისე, რომ პერანგზე ღილიც არ აძვრა, დაახრჩო წყალში და ამობრუნდა უკან! #ვინმესსჯერა?” – წერს კილაძე.

გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....