“სექტემბერში, როდესაც წინასაარჩევნოდ პერიოდი მომწიფდება, ამას დეკლარაციის სახეს მივცემთ. “ევროპული საქართველო” ამ პროცესის ავანგარდში იდგა, დგას და იდგება. ცხადია, რომ არასოდეს, არც ერთ მონაკვეთში არ განხილულა ხელისუფლებასთან რაიმე კოალიციის გაკეთება.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ოპოზიცია დეკლარაციის კიდევ ერთ ტექსტზე მუშაობს. პოლიტიკურმა ძალებმა ხელმოწერით უნდა დაადასტურონ, რომ “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობას არ აპირებენ.