ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პროკურატურის ახალი მტკიცებულებები გიორგი შაქარაშვილის საქმეში

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნი ზ.ხ. და მისი ოჯახის წევრები შიშილობას იწყებენ. არასრულწლოვნის მამა დარწმუნებულია, რომ მას იმ ბრალდებულის მშობლებიც შეუერთდება, ვინც “ტოიოტა ქამრის” ავტომანქანაში იმყოფებოდა.

აქვე გეტყვით, რომ სწორედ “ტოიოტას” მგზავრებს ედავება პროკურატურა გაქცეული 19 წლის ფეხბურთელის დევნას, ალყაში მოქცევას, ცემასა და მდინარეში გადაგდებას.

ზ.ხ-მ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოკითხვაში მონაწილე პროკურორის აცილება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ პროკურორის აცილების გარდა დღეს არც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურამ სასამართლოს დღეს ახალი მტკიცებულებებიც წარუდგინა, თუმცა დაცვის მხარე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. 6 არასრულწლოვნიდან ბრალი მკვლელობის მუხლით ორს აქვს დამძიმებული. სხდომა 20 აგვისტოს კვლავ დახურულ რეჟიმში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....