ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„გენერალურ პროკურატურაში შეხვედრაზე ამიხსნეს, რომ მედიასთან კავშირი უნდა შევწყვიტო” – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ზ.ხ.-ს მამა

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის, თამაზ ხომასურიძის განცხადებით, გენერალურ პროკურატურაში აუხსნეს, რომ მედიასთან კავშირი უნდა შეწყვიტოს. მისივე თქმით, პროტესტის უკიდურესი ფორმის, შიმშილობის დაწყებიდან მესამე დღეს, მშრალ შიმშილობაზე გადავა.

„გენერალურ პროკურატურაში შეხვედრაზე ამიხსნეს, რომ მედიასთან კავშირი უნდა შევწყვიტო, ისევ ჩემი შვილის ინტერესების გამო. 2 თვის განმავლობაში, როდესაც ჩემი შვილი არასრულწლოვანი იყო, ხომ მიდიოდა საუბარი ტელევიზიაში ჩემს შვილზე. ახლა, ბოლო წამებში აღარ შეიძლება, უკვე საუბარი?! ვერ ვხვდები. 3 დღე ჩვეულებრივ ვიშიმშილებ, სამი დღის შემდეგ მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ. ხვალ სხვა მშობლებიც შემოგვიერთდება” – განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

აქვე გეტყვით, რომ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ და მისი მამა, შიმშილობას იწყებენ. მათი მოთხოვნაა, სიცრუის დეტექტორის გამოყენებით დაკითხოს ზ.ხ. და სხვა მოწმეებიც, ასევე, ისინი აყენებე პროკურორის აცილების საკითხს, რომელიც ესწრებოდა არასრულწლოვნის დაკიტხვას, სადაც ზ.ხ.-ს თქმით, მისგან ჩვენებას იღებდნენ იძულებით.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ნიკოლოზ სანიკიძემ თქვა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ითხოვენ მის აცილებას, მან ასევე აღნიშნა, რომ სიცრუის დეტექტორის ინსტიტუტს მართლმსაჯულება არ იცნობს და მოწმის სანდოობა მხოლოდ სასამართლომ უნდა შეაფასოს.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....