aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მიუღებელია უცხო ძალების მცდელობა, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში” – პუტინი აშშ-ის კონგრესს პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის პრეიზდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მიუღებელია უცხო ძალების მცდელობა, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში.

აღნიშნულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, განცხადება კრემლის პრესსამსახურმაც გაავრცელა:

„მხარეებმა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია დაწვრილებით განიხილეს. რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ უცხო ძალების მცდელობა, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში, მიუღებელია,“- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა პალატამ წერილი გაუგზავნა რუსეთის ხელმძღვანელობას. წერილში ის მოუწოდებს პუტინს ხელი აიღოს აგრესიისგან და ნუ ჩაერევა სამხედრო კუთხით სხვა რესპუბლიკის საქმიანობაში.

იტვირთბა....