შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა პალატამ წერილი გაუგზავნა რუსეთის ხელმძღვანელობას. წერილში ის მოუწოდებს პუტინს ხელი აიღოს აგრესიისგან და ნუ ჩაერევა სამხედრო კუთხით სხვა რესპუბლიკის საქმიანობაში.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ბელორუს ხალხს, რომელიც იყენებს საკუთარ უფლებას გააპროტესტოს მისი ქვეყნის უკეთესი და თავისუფალი მომავალი. მათი ხმა ყველას უნდა მიწვდეს. ამასთან, კრემლი ცდილობს ხელი შეუშალოს კიდევ ერთ რესპუბლიკას, აირჩიოს საკუთარი მომავალი. ჩვენ ვგმობთ და არ ვამართლებთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ძალისხმევას და წინადადებას სამხედრო დახმარება გაუწიოს ბელორუსის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს რეჟიმს” – ასეთი წერილით მიმართა შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა და რესპუბლიკელმა ამავე კომიტეტიდან, მაიკლ მაკოლამ რუსეთის პრეზიდენტს.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროპელ კოლეგებთან ერთად უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ რუსეთის არ მიეცეს აგრესიის უფლება და ერთობლივი ძალებით დაიცვას ბელორუსი ხალხის სუვერენული უფლება, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი.
შეგახსენებთ, მინსკის დემონსტრაციებზე დაღუპული, დასახიჩრებული და ათასობით დაპატიმრებული ადამიანების ფონზე, პუტინმა გადაწყვიტა მძიმე ტექნიკის შეყვანა ლუკაშენკოს რეჟიმის დასაცავად.