“რაც შეეხება თვითონ კანდიდატურებს, მათ დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, დამარცხების და გამარჯვების შესახებ საუბარს, რასაკვირველია, ეს წინასაარჩევნო ბაქიბუქია, მაგრამ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ანალიზი, ვისთან გვაქვს საქმე. ეს არის მათი დესტრუქციული სტრატეგია, ბაქიბუქი და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, რომ მათ ხმები უნდა დაიცვან მაშინ, როცა ხმებიც და ვითარებაც სწორედ მათგან არის დასაცავი.”
გია ვოლსკი – ვიცე-სპიკერი
აღნიშნულით გია ვოლსკი თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია დღეს საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა. საბურთალოზე გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.