ახალი ამბები საზოგადოება

Facebook-ი თავის მომხმარებლებს მთავრობის თვალთვალის შესახებ გააფრთხილებს

სოციალური ქსელის, ფეისბუქის უსაფრთხოების მექანიზმში სიახლეა – თუ რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება მომხმარებლების ჯაშუშობას გადაწყვეტს და მათ ანგარიშებს დაჰაკავს, ფეისბუქი ანგარიშის მფლობელს გაფრთხილებას გაუგზავნის და უსაფრთხოების შესაბამისი ზომების მიღებას ურჩევს.

„მომხმარებლების უსაფრთხოება ფეისბუკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ  ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით პოტენციურად მავნე საქმიანობებსა და  თქვენი პირადი გვერდის დასაცავად მრავალ შესაძლებლობას გთავაზობთ. ამიერიდან ჩვენ შეგატყობინებთ, თუ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ თქვენი პირადი გვერდი მიზანშია ამოღებული, ან რისკის ქვეშ იმყოფება იმ თავდამსხმელის მხრიდან, რომელიც ეჭვმიტანილია სახელმწიფოს ინტერესებით მოქმედებაში.

მართალია ჩვენ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდით რისკის ქვეშ მყოფი პირადი გვერდის დასაცავად, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, ამ დამატებითი გაფრთხილებით მოგვემართა, თუ საფუძვლიანი ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ჰაკერული თავდასხმა შესაძლოა ხელისუფლების მიერ იყოს დაფინანსებული. ჩვენ ამას იმის გამო ვაკეთებთ, რომ ამ ტიპის ჰაკერული თავდასხმები, როგორც წესი, უფრო სახიფათოა, ვიდრე სხვები. მოვუწოდებთ დაზარალებულ ადამიანებს, დაიცვან თავიანთი გვერდები. ადამიანებმა, რომლებიც ამ შეტყობინებას მიიღებენ, უნდა იზრუნონ სისტემის აღდგენაზე ან შეცვალზე”, – ნათქვამია ფეისბუკის უსაფრთხოების ოფიცრის განცხადებაში, თუმცა დაზუსტებული არ არის, რა მეთოდებით აპირებს ფეისბუქი იმის დადგენას, არის თუ არა კონკრეტული ჰაკერული თავდასხმა ხელისუფლების მიერ დაფინანსებული:

“ჩვენი მეთოდებისა და ზოგადად პროცესის მთლიანობის დასაცავად, ჩვენ ყოველთვის ვერ შევძლებთ განვმარტოთ, როგორ დავუკავშირეთ თავდასხმები ეჭვმიტანილ თავდამსხმელებს. გაფრთხილების ამ სისტემას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, როცა მტკიცებულება ჩვენ დასკვნასთან საფუძვლიან შესაბამისობაში იქნება”.

 

იტვირთბა....