აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური ბელარუსს აფრთხილებს, არ ჩაერიოს უკრაინის ომში

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ მადიარი ბელარუსს აფრთხილებს, არ ჩაერიოს უკრაინის ომში. რობერტ მადიარის მტკიცებით, უკრაინელმა სამხედროებმა ბელარუსში უკვე გამოავლინეს „500 პოტენციური სამიზნე“.

„ძაღლი, რომელიც ყეფს, არ იკბინება. მტაცებელი ფრინველი ასეთი არ არის. პირველი 500 სამიზნე უკვე სიაშია. უფასო და ძალიან პრაქტიკული რჩევა: უკრაინის ხაფანგში ნუ ჩაეფლობით“, – განაცხადა რობერტ მადიარმა.

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, ასევე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მუქარას, რომელმაც 25 მაისს განაცხადა, რომ რუსეთი „კიევში სამიზნეებზე სისტემატურ დარტყმებს“ გეგმავს.

რობერტ მადიარმა აღნიშნა, რომ უკრაინული დრონებისა და მისი მეთაურობით მოქმედი ძალების თავდასხმების შემდეგ, რუსული ნავთობგადამამუშავებელი 13 ქარხნიდან ცხრამ მუშაობა შეწყვიტა.

იტვირთბა....