ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დოკუმენტი არის მტკიცებულება, რომელიც ექსპერტიზის პასუხების შემდეგ, შესაძლოა, მუხლის გადაკვალიფიცირების საფუძლელი გახდეს” – კაპანაძე ბაჩალიაშვილის საქმეზე

გამალებული უნდა მუშაობდეს გამოძიება იმ პირის (პირების) დასადგენად, ვინც ფრაზის: “პ-ირადად მე უძლური ვარ მის წინაშე” უკან იგულისხმება – ამის შესახებ ჟურნალისტმა, გიორგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გაქმოაქვეყნა.

როგორც კაპანაძე წერს, მის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტი არის მტკიცებულება, რომელიც ექსპერტიზის პასუხების შემდეგ, შესაძლოა, მუხლის გადაკვალიფიცირების საფუძლელი გახდეს.

“თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ირგვლივ აქამდე ვისმენდით მხოლოდ ვერსიებს….
თუმცა, რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე კონკრეტული ხელნაწერი, მტკიცებულება იმისა რომ თამარს ვიღაცის ეშინოდა და წერდა რომ მის წინაშე უძლური იყო.
ამის შემდეგ, შსს-მ ოფიციალურად ამოიღო ამ ხელნაწერის ორიგინალი, რომელიც ახლა გამოძიების ხელშია და რომელზეც წესით დანიშნული უნდა იყოს ექსპერტიზა.
ეს არის კონკრეტული დოკუმენტი, მტკიცებულება, რომელიც ექსპერტიზის პასუხების შემდეგ, შესაძლოა, მუხლის გადაკვალიფიცირების საფუძლელი გახდეს.
ეს ხელნაწერი ნაპოვნია თამარ ბაჩალიაშვილის ნივთებს შორის, მის სახლში.
გამორიცხული არ არის რომ 23 წლის გოგოს გარდაცვალების მთავარი ხაზი სწორედ ამ ხელნაწერის შინაარსზე გადიოდეს და წესით, ახლა გამალებული უნდა მუშაობდეს გამოძიება იმ პირის (პირების) დასადგენად, ვინც ფრაზის:
“პ-ირადად მე უძლური ვარ მის წინაშე” უკან იგულისხმება”, – წერს კაპანაძე.

ცნობისათვის, გიორგი კაპანაძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....