ახალი ამბები მთავარი ციტატა

ახალი ფაქტები თამარ ბაჩალიაშვილის საქმიდან – რა ინფორმაცია ჩაუვარდა მას ხელში

“ახალი ფაქტები მოვიპოვეთ თამარ ბაჩალიშვილის საქმიდან, რომელთაგან ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ერთს ვასაჯაროვებ… “პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე” – ეს არის თამარ ბაჩალიაშვილის ერთერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა. აქვე წერია ციფრი – “15”… ვის წინაშე ან რატომ იყო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი უძლური? რა ინფორმაცია ჩაუვარდა მას ხელში?”

გიორგი კაპანაძე – ჟურნალისტი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....