მთავარი ციტატა

“უკვე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, არანაირ თვითმკვლელობაზე აღარ არის საუბარი”- რამიშვილი ახალ დეტალზე საუბრობს

“მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მაცხოვრებლებზე არის ძალიან დიდი ზეწოლა არის, ჰყავთ ტერორის ქვეშ, მაგრამ აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც მართლა ივაჟკაცა და 3 დღის ჩანაწერები გააკეთა, თუ როგორ დიდი რაოდენობის ნახირი გადაადგილება, ნახირს თავისი მწყემსი და ძაღლი ჰყავდს და შემიძლია გითხრათ, რომ იქ ავტომობილი არ დგას. უკვე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არანაირ თვითმკვლელობაზე აღარ არის საუბარი.”

მიხეილ რამიშვილი – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს: “1 თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით, იქ თავმოყრილი იყვნენ პოლიციელები და არანაირად არ აძლევდნენ საშუალებას, რომ რაღაც საწინააღმდეგო დაფიქსირებულიყო. დავრწმუნდი, რომ აბსოლუტურად არის სრული სიცრუე და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ არანაირად მანქანა 5 დღე იქ არ მდგარა.”

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები დღეს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდებიან. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ შეხვედრაზე გააცნობს პროკურორი ოჯახის წევრებს ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელიდან ამოღებულ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

იტვირთბა....