ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს მთავარ პროკურორს ხვდება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები დღეს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდებიან.

არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ შეხვედრაზე გააცნობს პროკურორი ოჯახის წევრებს ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელიდან ამოღებულ ინფორმაციას. სოციალურ ქსელებიდან აღდგენილ მასალები  გამოძიებამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან უკვე მიიღო.

ამასთან, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი ხვალ პროკურატურაში ახალ ვიდეომასალებს წარადგენენ, რომლებიც, მათი მტკიცებით, ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

გარდაცვლილის ოჯახი საქმეში FBI-ის ჩართვას ითხოვდა, რადგან გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. პროკურატურამ მოტხოვნა დააკმაყოფილა და ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერიდან მასალების აღდგენის მიზნით დასახმარებლად აშშ-ს საგამოძიებო ბიუროს მიმართა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

იტვირთბა....