მსოფლიო

ამერიკამ პირველი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა გამოსცადა, რომელიც ევროპაში უნდა განლაგდეს

აშშ-მა და ნატო-მ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საზღვაო სისტემა პირველად გამოსცადეს რომელიც ევროპაში უნდა განლაგდეს. ამის შესახებ იტყობინება “დოიჩე ველე”.

სწავლება შოტლანდიის სანაპიროებთან გაიმართა. ამერიკელი სამხედროების გარდა, მასში ავსტრალიის, კანადის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის არმიისა და ფლოტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა მარკ ფერგიუსონმა განაცხადა, სწავლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ ევროპის დასაცავად მზად არის.

 

იტვირთბა....