ორ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ. გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი უკვე მეორე დღეა კონტაქტზე არ გამოსულან, ისინი ბარ Bauhaus-ის თანამშრომლები არიან. ოჯახის წევრები და მეგობრები გამომძიებლებმა გამოკითხეს, მაგრამ მედიასთან ვერსიებზე არავინ საუბრობს.
პოლიციამ ბარ Bauhaus-იდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც ამოიღო. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა ინფორმაციით, ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს 21:00 საათზე შევიდა. უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციის მხრიდან მყისიერად მოხდა რეაგირება და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.

