ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები და მეგობრები პოლიციაში დაკითხეს – ორ ახალგაზრდას უკვე მეორე დღეა  ეძებენ

პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ გიორგი შალამბერიძის და ბაია ბერუაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები. აქვე გეტყვით, რომ ორ ახალაგზრდას უკვე მეორე დღეა  ეძებენ. ისინი კაფე-ბარ Bauhau-ში ერთად მუშაობდნენ და ახალგაზრდების კვალი ვერცხლის ქუჩაზე, გამთენიისას 5 საათზე იკარგება.

გიორგი შალამბერიძის და ბაია ბერუაშვილის თანამშრომლების თქმით,  ახალგაზრდები კაფედან ერთად გავიდნენ და მალე დაბრუნებას აპირებდნენ. მათ ჩანთებიც კი არ წაუღიათ. ოჯახის წევრებმა მათი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან და ამ თემაზე მედიასთან საუბარიც არ სურთ. ამის შესახებ “მთავარ არხს” უყვებიან.

შინაგან საქმეთა ინფორმაციით, ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს 21:00 საათზე შევიდა. უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციის მხრიდან მყისიერად მოხდა რეაგირება და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.

იტვირთბა....