პოლციის განყოფილებაში გამოკითხვაზე ბარ ბაუჰაუსის დაკარგული თანამშრომლების, გიორგი შალამბერიძის და ბაია ბერუაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებიან.
ორ ახალაგზრდას უკვე მეორე დღეა, რაც ეძებენ. ისინი კაფე-ბარ Bauhaus-ში ერთად მუშაობდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს 21:00 საათზე შევიდა. უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციის მხრიდან მყისიერად მოხდა რეაგირება და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.