ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში Bauhaus Bar-ის დაკარგულ თანამშრომლებს ეძებენ

თბილისში ბარ Bauhaus-ის ორ დაკარგულ თანამშრომელს, გიორგი შალამბერიძესა და ბაია ბერუაშვილს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ბარიდან ღამის 5 საათზე ჩანთების გარეშე გავიდნენ.

“ვეძებთ !!! გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს. თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები, გთხოვთ, რომ გამოგვეხმაუროთ”, – ნათქვამია ბარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ცნობით, ახალგაზრდების ბოლო ადგილსამყოფელი, რომლის შესახებაც მეგობრებმა იციან, იუსტიციის სახლის მიმართულებით, ვერცხლის ქუჩაა.

Bauhaus-ის ინფორმაციით, მათ პოლიციას აღნიშნულის შესახებ უკვე შეატყობინეს და სამძებრო სამუშაოებში ისინიც ჩართული არიან.

იტვირთბა....