თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა.
ცნობისთვის, დღეს, 18:53 საათზე, ლლ მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეწყვეტილი იყო. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხარვეზის შესწავლის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობდა.