aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შაქარაშვილის ბიძას გაყალბების საქმეზე მოუწევს დაკითხვა” – იურისტი სანდრო ბარამიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს, იურისტი სანდრო ბარამიძე ეხმაურება და პროკურატურის ვერსიას უნდობლობას უცხადებს.

როგორც ბარამიძე აცხადებს, საქმე გაყალბებულია და მისი თქმით, “ოდესღაც” ამ საკითხზე შაქარაშვილის ბიძასაც მოუწევს დაკითხვა.

იურისტი ყურადღებას, მდინარესთან, ხიდის ხიმინჯზე ნაპოვნ შაქარაშვილის ჩანთაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ჩანთა გამოძიებამ თავადვე დადო, რადგან სურდათ უბედური შემთხვევის ვერსია განევითარებინათ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....