ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ბოტასა”-ს რომ ფსიქიატრთან ერთად დასვამ, სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა, ოდნავ დაგვიანებული” – მირიან ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მირიან ნიკოლაძე გამოეხმაურა “მთავარი არხის” ეთერში გასულ გადაცემას, სადაც გვარამიამ განაცხადა, რომ 19 წლის ფეხბურთელი ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაში ექიმმა ნახა, რომელმაც დაასკვნა, რომ ის ვეღარ გადარჩებოდა.

“1. “ბოტასა”-ს რომ ფსიქიატრთან ერთად დასვამ, სწორი გადაწყვეტილებაა (თუმცა, ოდნავ დაგვიანებული);

2. იურისტები რომ სერიოზულად მსჯელობენ დაზარალებული როგორ აფარებს ხელს დამნაშავეებს და როგორ მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე, ამას ფსიქიატრი ვეღარ შველის (წინარე შემთხვევისგან განსხვავებით);

3. რომაელი იმპერატორებისადმი ცნობილი ლათინური შეძახილი: Cave ne Cadas! გადაფარულია სულის განგმირავი ქართული შეკივლებით: “ფრთხილად, ნიკა, არ დაეცე!”
საერთო ჯამში გადაცემა იყო ძალიან “საინტერესო” ფაქტუალურად ყველაფერი გამოიძიენ…” – წერს მირიან ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....