აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მარკო რუბიო საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პარასკევს საფრანგეთში ჩავა, სადაც „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება, – ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ტომი პიგოტმა განაცხადა, რომ რუბიო დაესწრება „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეხვედრას, რომელიც სერნეი-ლა-ვილში გაიმართება.

„ყურადღება გამახვილდება რუსეთ-უკრაინის ომზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის კუთხით შექმნილ საფრთხეებზე“, – განაცხადა პიგოტმა.

იტვირთბა....