„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ თუ ისრაელის ჯარები ლიბანსა და ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას გააგრძელებენ, მათ მძიმე დარტყმებს მიაყენებენ.
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მტკიცებით, ისრაელი რეგიონში ომსა და ირანზე მედიის ყურადღების გადატანას „ლიბანსა და პალესტინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულების“ განხორციელებისთვის იყენებს.
„ამ პროცესის გაგრძელება დაუშვებელია. თუ ლიბანსა და ღაზაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი კვლავ გაიზრდება, ისრაელის ძალები ირანის ისლამური რესპუბლიკისა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მხრიდან მძიმე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების სამიზნე გახდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

