ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დოჟდის“ ჟურნალისტს, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრის შესახებ პოსტის გამო, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრის შესახებ პოსტის გამო, „დოჟდის“ ჟურნალისტს დაუსწრებლად მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, მოსკოვის ტაგანის საოლქო სასამართლომ ვალერია კიჩიგინას პატიმრობა “ომის ფეიკების” გავრცელებისთვის მიუსაჯა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში ეს პირველი ცნობილი საქმეა, როდესაც ბრალდება ეფუძნება არა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კრიტიკას, არამედ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას.

ცნობისთვის, კიჩიგინამ სოციალურ ქსელ Instagram-ში ე.წ. სთორიზე 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომზე დაწერა:

“დღეს საქართველოში ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავია. შვიდიდან რვა აგვისტომდე, ღამე რუსეთის სამხედროები შეიჭრნენ ქვეყანაში და მშვიდობიან ქალაქებს ბომბავდნენ. უკვე 15 წელია საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული”.

ვალერია კიჩიგინას წინააღმდეგ საქმე 2024 წლის ნოემბერში აღიძრა. ჟურნალისტი თავის დევნას უკავშირებს იმას, რომ ის აშუქებდა „ბაიმაკის საქმეს“, რომელიც 2024 წელს ადგილობრივი ეკოაქტივისტის, ფაილ ალსინოვის დაკავებას და მასობრივ პროტესტს უკავშირდება.

იტვირთბა....