მთავარი ციტატა

“გაყინული პროდუქტით კორონავირუსი არ გადადის” – თამარ გაბუნია

„ჩვენს ინტერესს წარმოადგენს ყველაფერი, რაც ვირუსის გადაცემის გზას უკავშირდება. დღემდე ჩვენი ცოდნა ემყარება იმ მტკიცებულებებსა და რეკომენდაციებს, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ მიმართულებით იძლევა. ჩვენ ამაზე ინდივიდუალური კონსულტაციებიც გვქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და პასუხი არის ცალსახად უარყოფითი. ინფექციის გადაცემის ამგვარი გზა, გაყინული საკვები პროდუქტით, ან ნებისმიერი სახის საკვები პროდუქტით არ არსებობს. თუ შეიცვალა ეს მტკიცებულება, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისი რეაგირებაც გვექნება.“

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის, ქალაქ შენჟენის ხელისუფლების ინფორმაციით, ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა.

იტვირთბა....