ქალაქ შენჟენის ხელისუფლების ინფორმაციით, ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა.
ტესტირება ჩაუტარდა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დავირუსებულ საკვებთან კონტაქტი შეიძლებოდა ჰქონოდა. თუმცა ყველა ანალიზის პასუხი ნეგატიური აღმოჩნდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პეკინში მდებარე ბრაზილიის საელჩოს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი მსოფლიოში ჩინეთის ვუჰანის პროვინციიდან გავრცელდა.