“საქმესი FBI-ის ჩართულობა უეჭველად უნდა მოხდეს. თვითინვე მეუბნებიან, იმდენი არმეა გასაკეთებელი, იმდენი რამეა სანახავიო, ამიტომ FBI-ის თანამშრომლები დაეხმარებიან და უფრო მალე გაკეთდება. თვითონაც მოხარულები უნდა იყვნენ ხომ, რომ ვიღაცა დაეხმაროს და მალე გამოიძიონ ეს საქმე. თამუნას ფსიქოტიპი და ცხოვრების სტილი შეისწავლეს, ეს გამოიყენეს, რომ თვითმკვლელობა შეეტენათ და არ გამოუვათ, რამდენიც არ უნდა ეცადონ.”
თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა
ამის შესახებ თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა.
ცნობისთვის, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა დღეს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდება. შეხვედრა გშინ საგამოძიებო უწყებაში თეონა თამაზაშვილის დაკითხვას უკავშირდება. როგორც თამზაშვილი აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნისას პროკურორ მაია გოგორელიანის მხრიდან მისი დაბულინგება ხდებოდა.