ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბაჩალიაშვილის დედას გენერალურ პროკურორთან კითხვები აქვს – თეონა თამაზაშვილი დღეს ირაკლი შოთაძეს შეხვდება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა დღეს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თეონა თამაზაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნისას პროკურორ მაია გოგორელიანის მხრიდან მისი დაბულინგება ხდებოდა.

თამაზაშვილის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით მას გენერალურ პროკურორთან კითხვები აქვს. მისივე განმარტებით, პროკურორს აინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა ერთ-ერთ ჟურნალისტთან მედიაში გავრცელებული წერილი, რომელიც შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდეს.

ცნობისათვის, გიორგი კაპანაძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

 

იტვირთბა....