“ბევრი კითხვის ნიშანია რამიშვილთან დაკავშირებითო. რატომაა ბევრი კითხვის ნიშანი?! ასე იტყოდნენ ნებისმიერ ადვოკატზე. ყელში გაეჩხირათ ეს კაცი, არ ვიცი.”
თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილ ტამარ ბაჩალიაშვილის დედა
ამის შესახებ გარდაცვლილის დედამ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისთვის, გამოძიებამ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები დღეს დაკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს კითხვები იმ მასალასთან დაკავშირებიტ ჰქონდა, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა.
ცნობისთვის, 12 აგვისტოს გიორგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა. თამარ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა არის: “პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე” – აქვე წერია ციფრი – “15.”