ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სვანეთში დახმარებას გავუწევთ ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაირღვა” – ომბუდსმენი

სვანეთში დახმარებას გავუწევთ ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაირღვა – ამის შესახებ, სახალხო დამცველის აპარატის სვანეთის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ომბუდსმენის აპარატის სვანეთის ოფისი დაბა მესტია, ლენგერსა და უშგულში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადადის.

“სახალხო დამცველის აპარატის სვანეთის ოფისი დაბა მესტიაში, ლენჯერსა და უშგულში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადადის.

საკარანტინო შეზღუდვების გათავალისწინებით, ყველა იმ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ დაირღვა მათი უფლებები, სახალხო დამცველის აპარატი მზადაა გაუწიოს დახმარება.
საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 1481.

დასავალეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსი მადონა ბასილაძე +995 577 553 381

სახალხო დამცველის სვანეთის ოფისის წარმომადგენელი ირინა გურჩიანი +995 591 508 262”- წერია სახალხო დამცვალის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საკარანტინო შეზღუდვები და რეგულაციები დაწესდა.

იტვირთბა....