ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა შეზღუდვები დაწესდა მესტიის მუნიციპალიტეტში

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საკარანტინო შეზღუდვები და რეგულაციები დაწესდა.

რეგულაციები ძალაში შედის დღეიდან 28 დღის განმავლობაში:

  • გადაადგილება იზღუდება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან;
  • გადაადგილებაზე შეზღუდვები წესდება დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის;
  • დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს;
  • თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება სოციალური დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა;
  • მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება;
  • მუნიციპალიტეტის შესასვლელებს პოლიცია გააკონტროლებს;
  • შესაბამისი უწყებების მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ;
  • ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის;
  • მოქალაქეებმა, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს.
იტვირთბა....