უკვე მობილიზებულია რუხის საავადმყოფო, სადაც სადაც შესაძლებელია ყველა შესაძლო პაციენტის განთავსება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მესტიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
„უკვე მობილიზებულია რუხის საავადმყოფო, სადაც შესაძლებელია ყველა შესაძლო პაციენტის განთავსება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქმედებები დაწყებული იყო დროულად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ პაციენტების მაღალი რიცხვი გვექნება. ძალიან მნიშნველოვანია ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა, რათა მოხდეს ოპერატიულად ყველა შესაძლო შემთხვევის გამოვლენა,“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მესტიის რაიონში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საკარანტინო რეგულაციები და შედღუდვები დაწესდა.