ახალქალაქის ცენტრში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ახალგაზრდების დაპირისპირების შედეგად 27 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მას გულის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.
ამ დროისთვის, ახალქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს აქრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება სწორედ ამ სასტუმროში დაიწყო და ახალგაზრდების ჯგუფს ჩხუბი მოუვიდა სასტუმროს მფლობელთან.
ზუსტი მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მულით დაიწყო. რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა – ტარებას გულისხმობს.